(რეზონანსი) რუსთავში არასრულწლოვანების ადევნებაში ეჭვმიტანილი, 32 წლის მამაკაცი დაკავებულია. შსს-ს ინფორმაციით, მის მიმართ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, რაც 5დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
რამდენიმე დღის წინ ,,პრაიმტაიმთან" ერთ-ერთი სკოლის მოსწავლის მშობელი ყვებოდა, რომ ბოლო პერიოდში დაუდგენელი პირების მიერ არასრულწლოვანთა მიმართ ადევნების ფაქტები ფიქსირდება.
"ბავშვი ისეთი შეშინებულია ვერაფრით ვათქმევინე რა უთხრა. ძალიან შევშინდი და გადავწყვიტე მუდმივად გავყვე ბავშვს ყველგან", - გვიყვებოდა მშობელი.
„მე ვფხიზლობ და ვცდილობ სკოლის ტერიტორია მუდმივად ჩაკეტილი მქონდეს უცხო პირებისთვის. ამ სკოლასთან არაფერი მომხდარა, თუმცა უნდა აღვნიშნო, რომ ამ ბოლო დროს საპატრულო პოლიცია მუდმივად პატრულირებს ჩვენს ტერიტორიაზე", - ამბობს დირექტორი "პრაიმტაიმთან".