რეზონანსი
27.10.2018

 (რეზონანსი) აბუ დაბის გრან-პრიზე ამირან პაპინაშვილმა რუსი ბესლან მუდრანოვი იპონით დაამარცხა და შეჯიბრის შემდეგ ეტაპზე გავიდა.

მეოთხედფინალში პაპინაშვილის მეტოქე ბელგიელი იორე ვერშტრაენერი იქნება.

პაპინაშვილი 60 კგ. წონით კატეგორიაში ასპარეზობს.

დღესვე, ევროპის ჩემპიონმა, გორელმა ძიუდოისტმავაჟა მარგველაშვილმა მეტოქე, ირლანდიელი - ნათან ბარნსი ორ წუთში დააიპონა და მეოთხედფინალში გავიდა.

ლუხუმ ჩხვიმიანმა კი ჩინელ რილჟ სუს ორ წუთში ვაზარი აუღო, შეხვედრის დასრულებამდე ნახევარი წუთით ადრე კი შებოჭვაზეც დაიჭირა და გამარჯვება მოიპოვა.

27-29 ოქტომბერს აბუ-დაბიში დიდი სლემი იმართება. საქართველოს სახელით 11 ძიუდოისტი ასპარეზობს.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×