რეზონანსი
27.10.2018

 (რეზონანსი) 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების გამო, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლება ე.წ. საზღვარზე გადაადგილებას ზღუდავს. ამის შესახებ „სახელმწიფო უშიშროების კომიტეტი" იუწყება.

„საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში უსაფრთხოების ზომების გაძლიერებასთან დაკავშირებით, 27 ოქტომბრის 20:00 საათიდან საქართველოსთან საზღვარზე მოქალაქეების გადაადგილება შეიზღუდება. გამშვები პუნქტების მუშაობა 29 ოქტომბერს 06:00 საათიდან ჩვეულ რეჟიმში აღდგება", - ნათქვამია განცხადებაში.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×