რეზონანსი
27.10.2018

(რეზონანსი) სასტიკად მოკლული 9 წლის გოგონას ნანა ბერიაშვილის ბაბუა, ხვიჩა ბერიაშვილი, მისი შვილიშვილის მკვლელობის დღეს იხსენებს და ამბობს, რომ ბრალდებული ოჯახის წევრების გარემოცვაში იყო იმ დღეს, როდესაც ბავშვს ეძებდნენ.

„მაგან გაიგო, რომ ძაღლი უნდა მოეყვანათ, ან იქ გაიგო, ან მანდა. ვლაპარაკობდით, რომ ელოდებიან, ძაღლი უნდა მოიყვანონ და ვინც აქტიურობდა, თუნდაც მე ვიყო, იმას შორიახლოს დასდევდა. ვინც აქტიურობდა, ყველამ გაიგო, რომ იმას დასდევდა და ყველამ აღიდგინა," - განაცხადა მოზარდის ბაბუამ.

9 წლის გოგონას სასტიკ მკვლელობაში ბრალდებულს დღეს აღკვეთის ღონისძიებას შეუფარდებენ. დაკავებულს სახაზინო ადვოკატი იცავს.

დაკავებულის ადვოკატი აცხადებს, რომ ბრალდებული დუმილის უფლებას იყენებს და ბრალს არ აღიარებს.

შეგახსენებთ, რომ ორი დღის წინ გაუჩინარებული 9 წლის გოგონა გორში სამართალდამცველებმა გარდაცვლილი იპოვეს. ბავშვის ცხედარი წმინდა წყლის დასახლების ტერიტორიაზე, მდინარე ლიახვის ნაპირზე აღმოაჩინეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გოგონას სასტიკ მკვლელობაში ბრალდებული გორში, ცხელ კვალზე დააკავა. 1984 წელს დაბადებული მამაკაცი წარსულში ნასამართლევია.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×