რეზონანსი
27.10.2018

 (რეზონანსი) გორში, სასტიკ მკვლელობაში ბრალდებული პირი ერთ-ერთ ქუჩაზე მდებარე კორპუსის მე-9 სართულზე ცხოვრობდა. პიროვნების იდენტიფიკაციის შემდეგ, ინფორმაცია მეზობლებისთვის თავზარდამცემი აღმოჩნდა.

მე-9 სართულზე დედა და შვილი ქირით ცხოვრობდნენ. სამოქალაქო აქტივისტი არინა თავაქარაშვილი ამბობს, რომ წარმოუდგენელია, როცა აღმოაჩენ, რომ ამ საქმეზე პოლიცია კარის მეზობელს აკავებს:

,,მე მხოლოდ მისალმებით ვიცნობდი ამ ოჯახს. დილით გავდივარ სამსახურში და საღამოს ვბრუნდები." - ამბობს არინა თავაქარაშვილი.

დაკავებულის დედა რუსთავი 2-თან საუბარში აცხადებს, რომ მისი შვილი უდანაშაულოა. სახაზინო ადვოკატის განცხადებით, დაკავებული დუმილის უფლებას იყენებს.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×