რეზონანსი
27.10.2018

 ბადრი პატარკაციშვილის და მზია პატარკაციშვილი სოციალურ ქსელში პოსტს და შესაბამის ფოტოს აქვეყნებს, რომლითაც რუსთავი ორისგან მიღებულ შეტყობინებას ეპასუხება. მზია პატარკაციშვილი თქმით, „რუსთავი 2“ ბადრი პატარკაციშვილთან დაკავშირებით მორიგ გულისამრევ რეპორტაჟს ამზადებს.

„მორიგი წინასაარჩევნო მანიპულაცია! ბინძური, ამაზრზენი მეთოდები! ბადრის სახელთან დაკავშირებული კიდევ ერთი უსაფუძვლო სპეკულაცია! იმ ქვეყნადაც არ ასვენებენ!

როგორც ჩანს, „რუსთავი 2“ თავისი ჩვეული ბინძური ხელწერით ბადრიზე მორიგ გულისამრევი რეპორტაჟს ამზადებს. ამდენი წელი გავიდა და ისევ ბადრის ებრძვიან, ისევ ვერ მოუნელებიათ ის სიყვარული და პატივისცემა, რაც ბადრის დამსახურებულად ჰქონდა ხალხისგან!

როგორც ჩანს, პოლიტიკური ქულების მოპოვების გარდა, მათი მიზანი დედაჩვენის საბოლოოდ განადგურებაა, რომელიც მიღებული ნერვული და ემოციური სტრესის ფონზე დღესაც კლინიკაში იმყოფება.

ამ ნაძირლებისაგან სხვა რას უნდა ელოდო არაადამიანობის გარდა! როგორც ჩანს, ჩვენი მხრიდან მათთვის არასასურველი კანდიდატის მხარდაჭერა ამ ფორმით ისჯება!“ – წერს მზია პატარკაციშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×