რეზონანსი
27.10.2018

 8 წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებული სავალდებულო დაცვის უფლებით სარგებლობს და საზოგადოებრივი ადვოკატი ჰყავს. მისი  ადვოკატი მაია გრიგოლაშვილი აცხადებს, რომ ის თავს დამნაშავედ არ ცნობს და კანონით მინიჭებულ დუმილის უფლებას იყენებს. რვა წლის ნ.ბ, რომელსაც ოჯახი 25 ოქტომბრის დღის მეორე ნახევრიდან ეძებდა, იმავე საღამოს მდინარე ლიახვის ნაპირზე გარდაცვლილი იპოვეს.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად 34 წლის ი.ნ, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით გორში ცხელ კვალზე დააკავეს.

გამოძიება წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. მას 20 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×