რეზონანსი
27.10.2018

 9-წლის გოგონას მკვლელობისთვის დაკავებული პირის ადვოკატი მაია გრიგოლიშვილი ამბობს, რომ ი.ნ დუმილის უფლებას იყენებს. უცნობია, ასევე, გამოძიებისთვის მიცემული რაიმე ჩვენების შინაარსი, რადგან საქმის მასალების ნაწილი ჯერ ადვიკატს არ გადასცემია.

,,ოფიციალურად, ბრალი ჯერ წაყენებული არა აქვს. ამ ეტაპზე ის დუმილის უფლებას იყენებს. მე დაკავებულს შევხვდი თბილისში, წინასწარი დაკავების იზოლატორში. დედამისსაც ვესაუბრე. სხვა მეტის თქმა არ შემიძლია", - აცხადებს მაია გრიგოლიშვილი.

ის პროცესში პირის სავალდებული დაცვის სტატუსის საფუძველზე ჩაერთო.  მაია გრიგოლიშვილი სახელმწიფო იურიდიული დახმარების სამსახურის წარმომადგენელია და მუშაობს შიდა ქართლის ოფისში.

მაია გრიგოლიშვილისთვის უცნობია, სად ჩატარდება პროცესი აღკვეთის ღონისძიების შესარჩევად.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×