რეზონანსი
27.10.2018

 ,,პირობას ვდებთ, რომ ბრალდებულს ჩვენგან არავინ დაიცავს" - ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს ადვოკატმა ვანო სამხარაძემ განუცხადა. მისი თქმით, 8 წლის გოგონას მკვლელობის ფაქტზე გორიდან მას არავინ დაიცავს.

იგივეს აცხადებს ადვოკატი ზაზა გიგაური: ,,ჩემთან არავინ მოსულა, მაგრამ რომც მოვიდნენ დასახმარებლად, აუცილებლად უარს ვიტყვი." - ამბობს ზაზა გიგაური.

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი დაუკავშირდა გორის წინასწარი დაკავების იზოლატორის ხელმძღვანელობას. მათი განცხადებით, ბრალდებული წინასწარი დაკავების იზოლატორში არ იმყოფება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×