რეზონანსი
26.10.2018

8 წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებული 34 წლის გორელი იაგო ნებიერიძე სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის საღამოსვე დააკავეს. ბრალდებული იმავე უბანში მდებარე სახლში სხვა მუშებთან ერთად სარემონტო სამუშაოებს ასრულებდა.

ბრალდებული შერაცხადია და ფსიქიკური პრობლემები არ აქვს. სანდო წყაროს ინფორმაციით, პირველადი დათვალიერებით, 8 წლის გოგონაზე სექსუალური ძალადობა არ დასტურდება, თუმცა ბრალდებულს ჰქონდა ამის მცდელობა. მისივე თქმით, გოგონა, დიდი ალბათობით, გაგუდულია. დანარჩენს კი უკვე ექსპერტიზა გაარკვევს. გამოძიების მტკიცებით, ნებიერიძემ მარტომ ჩაიდინა ეს საზარელი დანაშაული.

"კვირის პალიტრის" ცნობით, ერთ-ერთმა მუშამ, რომელმაც ნებიერიძის ქცევაში ეჭვი შეიტანა, ითანამშრომლა გამოძიებასთან და უთხრა, რომ "საეჭვოდ იქცეოდა და რაღაცას "ჩალიჩობდა". გარდა ამისა, ნებიერიძეს ტელეფონში მოკლული მოზარდის გარდა, არაერთი სხვა მოზარდი გოგონას ფოტო აღმოჩნდა - როგორც გორელების, ასევე ინტერნეტიდან ამოღებული უცნობი გოგონების.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×