მამაკაცი, რომელსაც გორში 9 წლის გოგონას განზრახ მკვლელობაში ედება ბრალი, პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა შეიწყალა. ინფორმაციის გადამოწმების მიზნით "აიპრესმა" მიმართა სასჯელაღსრულების სამინისტროს, სადაც გაგვიცხადეს, რომ ინფორმაცია პერსონალურ მონაცამებს შეიცავს. იგივე პასუხი ჰქონდათ შინაგან საქმეთა სამინისტროში. მთავარი უწყება, რომელსაც აღნიშნული ფაქტი უნდა დაედასტურებინა, გახლდათ შეწყალების კომისია, პრეზიდენტ მარგველაშვილის ადმინისტრაცია.
რედაქციამ დილის 12:00 საათიდან ხუთჯერ დავრეკა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში და საქმის კურსში ჩააყენა პრესსამსახურის წარმომადგენელი. დაახლოებით ამდენჯერვე დარეკეს შეწყალების კომისიის თავმჯდომარესთან, ზვიად ქორიძესთან, რომელმაც სატელეფონო ზარებს არ უპასუხა. დაკავშირება სცადეს ლია მუხაშავრიასთან, რომელსაც ტელეფონი გამორთული ჰქონდა. აგერთვე ეკა გიგაურთან, რომელიც ასევე შეწყალების კომისიის წევრია. არც ერთმა სატელეფონო ზარებს არ უპასუხა.
“აიპრესის” ინფორმაციით 9 წლის გოგონას მკველობისთვის დაკავებული პრეზიდენტმა 2018 წლის თებერვალში შეიწყალა. ოფიციალური ონფორმაციით, “2018 წლის 19 თებერვლიდან 21 თებერვლის ჩათვლით პერიოდში და 2018 წლის 26 თებერვალს შეწყალების საკითხთა კომისიის მიერ განხილულ იქნა/მოხსენდა ინფორმაციის სახით 858 პირის საქმე. ზემოაღნიშნულ პერიოდში შეწყალების საკითხთა კომისიის მუშაობის შედეგად 2018 წლის 28 თებერვალს საქართველოს პრეზიდენტის მიერ შეწყალებულ იქნა 116 მსჯავრდებული: თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებიდან გათავისუფლდა 73 მსჯავრდებული და უვადო თავისუფლების აღკვეთის სახით შეფარდებული სასჯელი შეუმცირდა 43 მსჯავრდებულს. სწორედ იმ 43 მსჯავრდებულიდან ერთ-ერთია იაგო ნებიერიძე.