რეზონანსი
26.10.2018

 (რეზონანსი) გორში გოგონას მკვლელობის ბრალდებით დაკავებული იაგო ნებიერიძე წინასწარი დაკავების იზოლატორში ადვოკატმა მოინახულა.

როგორც ბრალდებულთან შეხვედრის შემდეგ ადვოკატმა, მაია გრიგოლაშვილმა განაცხადა, დაკავებული ბრალს არ აღიარებს და დუმილის უფლებას იყენებს.

„შევხვდი ბრალდებულს. ამ ეტაპზე თავს დამნაშავედ არ ცნობს და იყენებს კანონით მინიჭებულ დუმილის უფლებას. ჩატარდა არაერთი საგამოძიებო მოქმედება, თუმცა გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე კონკრეტულად ვერ დაგისახელებთ. საქმის დეტალებზე ბრალდებულს ჩემთან არ უსაუბრია და მეტ დეტალს ვერ მოგახსენებთ", - განაცხადა ადვოკატმა "პირველ არხთან".

რაც შეეხება ბრალდებულის წარსულში ნასამართლობას და მისთვის მაშინ წაყენებულ ბრალს, ადვოკატისთვის ამის შესახებ უცნობია. „ვერაფერს დაგიდასტურებთ. ჩემთვის არ არის ცნობილი", - განაცხადა მაია გრიგოლიშვილმა.

8 წლის გოგონა გორში, მდინარე ლიახვის ნაპირზე გუშინ საღამოს მოკლული იპოვეს. ბავშვს ოჯახი გუშინ დღის მეორე ნახევრიდან ეძებდა.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×