რეზონანსი
26.10.2018

 (რეზონანსი) გორში 8 წლის გოგონას მკვლელობის საქმეზე ბრალდებული იაგო ნებიერიძე ამ დრომდე დუმილის უფლებას იყენებს, - ამის შესახებ "პირველ არხს" მისმა ადვოკატმა მაია გრიგოლიშვილმა განუცხადა.

დაკავებული სავალდებულო დაცვის უფლებით სარგებლობს და მას უკვე შეხვდა საზოგადოებრივი ადვოკატი.

მაია გრიგოლიშვილის თქმით, დაკავებულმა საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობა მიიღო, თუმცა ამ დრომდე დუმილის უფლებას იყენებს.

ბარლდებული უკვე გადმოიყვანეს თბილისში. წინასწარი დაკავების იზოლატორში მას ამ წუთებში ადვოკატი ხვდება.

8 წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებული 34 წლის კაცი წარსულში ნასამართლევია. გორში, მდინარე ლიახვის ნაპირზე 8 წლის გოგონა მოკლული გუშინ იპოვეს.

მოკლულის ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ ბავშვის ცხედარს ძალადობის ნიშნები ეტყობა. გოგონას ბაბუის თქმით, ბავშვს ხელები ალუმინის მავთულით აქვს შეკრული, თავზე კი ცელოფანი აქვს ჩამოფარებული.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×