რეზონანსი
26.10.2018

 (რეზონანსი) "ეს გარეწარი ჩემი დაკარგული დისშვილის ზაქრო ბერძნიშვილის გატაცების გამო თანხის გამოძალვის ბრალდებით იხდიდა სასჯელს არაერთი წერილი მოგვწერა გამოსასყიდს ითხოვდა ბავშვის მოყვანის სანაცვლოდ" - ასე ეხმაურება იზოლდა რაზმაძე 9 წლის გოგონას მკვლელობის ბრალდებით იაგო ნებიარიძის დაკვებას.

არასრულწლოვანი მოზარდი ზაქრო ბერძნიშვილი 2004 წელს გაიტაცეს და მას შემდეგ არავის უნახავს.

ადვოკატი მამუკა ნოზაძე 2004 წელს ბავშვის გატაცების მოვლენებს ასე იხსენებს, სადაც იაგო ნებიერიძე ფიგურირებდა.

"იაგო ნებიერიძე, რომელიც დაკავებულია გორში მოკლული ბავშვის ბრალდებით, პირველად არ არის დაკავებული. 2004 წელსაც იყო დაკავებული არასრულწლოვან ბავშვის გატაცებასთან დაკავშირებით და მშობლებისგან ითხოვდა თანხას. იაგოს მამა ფარეხს უშენებდა იმ ოჯახს, რომლის ბავშვიც გაიტაცეს. იაგო ნებიერიძეს იცავდა ამჟამად პატიმრობაში მყოფი ადვოკატი ზურაბ ნეფარიძე.ზაქრო ბერძნიშვილი გაიტაცეს და ვერ იპოვეს საერთოდ.იაგო ნებიერიძე მხოლოდ ფულის გამოძალვის ბრალდებით გაასამრთლეს. თავისუფლების უკანონო აღკვეთაში სასამართლომ გაამართლა." - წერს ადვოკატი მამუკა ნოზაძე სოციალურ ქსელში.

გორში 9 წლის გოგონას მკვლელობის ბრალდებით პოლიციამ იაგო ნებიერიძე დააკავა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×