რეზონანსი
26.10.2018

 (რეზონანსი) ზაზა სარალიზე ინგოროყვას კლინიკაში იმყოფება, თუმცა მასთან ადვოკატს არ უშვებენ.

ადვოკატი ნესტან ლონდარიძე ამბობს, რომ მას აქვს კანონიერი უფლება იმყოფებოდეს სარალიძის გვერდით, სამედიცინო შემოწმების დროს.

მისი თქმით, შენობაში სამართალდამცველების გარდა სავარაუდოდ იმყოფება შსს-ს ოპერატორი. რადგან როგორც ლონდარიძე აცხადებს, ისმოდა ზაზა სარალიძის ხმა, რომელიც გადაღებას აპროტესტებდა.

"მე არ ვიცი რა პროცედურები ტარდება შიგნით. ისმოდა ზაზას ხმა, ნუ მიღებთო", - განაცხადა ნესტან ლონდარიძემ.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×