რეზონანსი
26.10.2018

 (რეზონანსი) გორში 8 წლის მოზარდის მკვლელობას მამა პეტრე კოლხი ეხმაურება:

"მკვლელის დაკავება არ არის გამოსავალი. მისი დასჯით და დაპატიმრებით 9 წლის ანგელოზი გაცოცხლდება?! ან ის ამერიკელი ბავშვი, რომელიც ყაზბეგში მოკლეს თავიდან გაჩნდება?! რა გარანტია გვაქვს, კიდევ სხვა არ ჩაიდებს უარეს მკვლელობას?! რაღაც არის შესაცვლელი, ერის ფსიქიკაში, აზროვნებაშია პრობლემა. ამდენი აგრესია, სიძულვილი და ბოღმა უკვალოდ არ ქრება. 9 წლის მოზარდის მკვლელობას არანაირი ახსნა არ მოეძებნება. მკვლელობა ისედაც უბედურებაა, მაგრამ მოზარდების მკვლელობა მთელი ქვეყნის ტრაგედიაა. ყველაზე დიდი ტრაგედია კი ის არის, რომ თითქოს ნორმად იქცა! ეს გლოვა საყოველთაო უნდა გახდეს. დღეს ყველა ჩვენგანის ოჯახში ასვენია წამებით მოკლული ბავშვის ცხედარი!"- წერს პეტრე კოლხი.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×