რეზონანსი
26.10.2018

 "ქრონიკის" ინფორმაციით, გორში ბავშვის მკვლელობაში ბრალდებული 9-წლიან სასჯელს იხდიდა. შინაგან საქმეთა სამინისტრო ოფიციალურად ჯერ არ გასცემს ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა მუხლით იჯდა იაგო ნებიერიძე ციხეში.

საარქივო მასალით ირკვევა, რომ 2004 წელს სახალხო დამცველი პატიმრის ცემის ფაქტის გამოძიებას ითხოვდა. ეს პატიმარი კი იაგო ნებიერიძე იყო. ამავე ინფორმაციის თანახმად, 10 დეკემბერს სახალხო დამცველის წარმომადგენელმა შიდა ქართლში გიორგი არაყიშვილმა 22 წლის იაგო ნებიერიძე დროებითი დაკავების საკანში სასტიკად ნაცემი ნახა.

დაკავებული აცხადებდა, რომ ის ბრალის აღიარების მიზნით, გორის შინაგან საქმეთა სამმართველოს თანამშრომლებმა სასტიკად სცემეს. ამასთან, მას დაემუქრნენ, თუ ამ ფაქტს გაახმაურებდა, სასტიკად გაუსწორდებოდნენ.

იაგო ნებიერიძის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს ასევე ადვოკატი მამუკა ნოზაძე. მისი თქმით, 11 წლის ბიჭი, რომლის გატაცების საქმეშიც ნებიერიძე ფიგურირებდა, დღემდე გაუჩინარებულია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×