რეზონანსი
26.10.2018

 (რეზონანსი) ექვსმა საპრეზიდენტო კანდიდატმა მთლიანობაში 4 226 120 ლარის ოდენობის შემოწირულება მოიზიდეს, საიდანაც 99% ფიზიკური პირების მიერ გაღებული თანხაა, - ამის შესახებ საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს შუალედურ ანგარიშშია ნათქვამი.

შემოწირულებების უდიდესი ნაწილი 3 105 011 ლარი (73%) სალომე ზურაბიშვილმა მიიღო, შემდეგ მოდის გრიგოლ ვაშაძე 583 820 ლარით, დავით ბაქრაძე - 516 404 ლარით, დავით უსუფაშვილი - 13 290 ლარით, კახა კუკავა - 6 596 ლარით და შალვა ნათელაშვილი - 1 000 ლარით.

"ამ მონაცემებით ჩანს, რომ ზურაბიშვილის მიერ მიღებული შემოწირულებები დაახლოებით ხუთჯერ აღემატება გრიგოლ ვაშაძის და ორნახევარჯერ - ხუთივე ოპოზიციური კანდიდატის ერთად აღებულ შემოწირულებებს." ნათქვამი გამჭვირვალობის ანგარიშში.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×