რეზონანსი
26.10.2018

 (რეზონანსი) ზაზა სარალიძის დაკავების შემდეგ, პარლამენტის შენობის წინ დედამისი მივიდა. როგორც მარინა ბეგაძემ განაცხადა, ის შიმშილობას იწყებს და მიუხედავად მისი შვილის დაკავებისას აქცია კვლავ გაგრძელდება.

„მართალია, ზაზა დაიჭირეს, მაგრამ მე აქ ვარ, ზაზა მარტო არ არის. მე ვაგრძელებ დღეიდან ყველაფერს იმას, რასაც ზაზა აკეთებდა. ყველანაირად ჩავერთვები აქციაში. ზაზას მხარს ყოველთვის უმაგრებდა ჩვენი ოჯახი და ახლაც გავაგრძელებთ ასე", - აცხადებს ზაზა სარალიძის დედა.

ზაზა სარალიძეს 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება. ის შინაგან საქმეთა სამინისტროში დაკითხვაზე გადაიყვანეს, თუმცა შეუძლოდ გახდა, რის გამოც მისი ჰოსპიტალიზება გახდა საჭირო.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×