
გორში ვითარება იძაბება. 8 წლის გოგონას ნათესავები იმუქრებიან, რომ ქვას ქვაზე არ დატოვებენ.
"იმ სახლში აწი ვერავინ იცხოვრებს, ეს სახლი უნდა დავანგრევინო. მე ვარ თვითონ მკვლელობისთვის ნასამართლევი და ახლა მეორეჯერ წავალ მკვლელობაზე, შანსი არაა, მაგათ ცოცხალს არ დავტოვებ", - ამბობს "პალიტრასთან" გოგონას ბაბუა.
სახლი, სადაც, სავარაუდოდ, საზარელი მკვლელობა მოხდა, იმ ქუჩის პარალელურ ქუჩაზე მდებარეობს, სადაც გარდაცვლილი ბავშვი ცხოვრობდა. შენობაში, რომელსაც ახალი მეპატრონე ჰყავს, რემონტი მიმდინარეობს, რაზეც რამდენიმე მუშა მუშაობდა, მათგან ერთი, რომელიც ბრალდებულია, მეზობლების თქმით, ღამითაც ამ სახლში რჩებოდა. მათივე განცხადებით, გოგონას ძალადობის კვალი აღენიშნება და იმ ადგილას, სადაც გარდაცვლილი გოგონა იპოვეს, მოძალადემ, სავარაუდოდ, ურიკით მიიტანა ცხედარი.