რეზონანსი
26.10.2018

 მომხდარ ტრაგედიაზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი. მოკლული გოგონას ბაბუის ძმის თქმით, ბრალდებულმა გოგონა სახლში შეიტყუა.

"სავრაუდოდ პედოფილი იყო, ბავშვი უცხო ხალხთან არ შედიოდა კონტაქტში, ერთადერთი ცხოველები უყვარდა ძალიან და შეიძლება ამიტომ გაჰყოლოდა ვინმეს. შეიძლებოდა ეთქვათ, ძაღლს განახებო და ამით შეეტყუებინათ...  ალბათ, სავარაუდოდ, ასე მოატყუა. სხვა მუშები წასულები იყვნენ, ეს ადამიანი დარჩა და ბავშვს რომ ვეძებდით, ჩვენთან ერთად ტრიალებდა, ისიც ვითომ ეძებდა, ინფორმაციებს იღებდა, არადა, უკვე მოკლული ჰყავდა. ჩვენ რომ ვეძებდით, სავარაუდოდ, ამ დროს გამოყვანა ურიკით და მერე ისევ უკან იმ სახლში აბრუნდა. ვიცი ვინც არის და ცოცხალს არ დავტოვებ, არც მაგას და არც მაგის ოჯახს", - განუცხადა "კვირის პალიტრას" გოგონას ბაბუამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×