რეზონანსი
26.10.2018

 (რეზონანსი) შინაგან საქმეთა სამინისტრომ ზაზა სარალიძის მიმართ გამოძება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს და ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ისჯება თავისუფლების აღკვეთით 4-დან 7 წლამდე.

რუსთაველის გამზირზე, პარტლამენტის წინ, ზაზა სარალიძე და 2 მისი თანმხლები პირი დააკავეს.

სარალიძის თანმხლები პირები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით არიან დაკავებულები, რაც პოლიციელის მოთხოვნაზე დაუმორჩილებლობას გულისხმობს და 250 ლარიდან 2000 ლარამდე ან 15 დღიან ადმინისტრაციულ პატიმრობას ითვალისწინებს.

 

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×