რეზონანსი
26.10.2018

 (რეზონანსი) ბევრად უფრო მეტის გადამხდელი ვარ, ვინც დაიჭერს კობახიძეს და შეკრეჭს თმას, - ამის შესახებ განცხადება მიხეილ სააკაშვილმა გაკეთა, რითაც გუშინ გავრცელებულ აუდიოჩანაწერს გამოეხმაურა, რომელიც თითქოსდა ბიძასთან, თემურ ალასანიასთან საუბარს ასახავს.

ყოფილი პრეზიდენტის თქმით, ხელისუფლებაში დღეს დაბალი დონის ადამიანები არიან.

„ბევრად უფრო მეტის გადამხდელი ვარ, ვინც დაიჭერს კობახიძეს და შეკრეჭს თმას. შეუძლებელია ასეთი ადამიანები იყვნენ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები. მე ამ შემთხვევაში მხოლოდ გარეგნულ მხარეს არ ვგულისხმობ. საუბარია ძალიან დაბალი დონის ადამიანებზე, რომლებიც ცდილობენ შექმნან ასეთი ფონი, ივანიშვილის მიერ საქართველოს დასამარების. ამას წერტილს 28 ოქტომბერს დავუსვამთ", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა პალიტრანიუსის" გადაცემაში „360 გრადუსი".

 

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×