რეზონანსი
26.10.2018

 (რეზონანსი) ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძე პარლმენტის შენობის წინ პოლიციამ დააკავა.

სარალიძის დაკავებას ოფიციალურად ადასტურებს მისი უფლებადამცველი. მისი ინფორმაციით, ის შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობაშია გადაყვანილი.

"ყველაფერი სველი იყო, დალპა, ელემენტარული ცელოფნის გადაფარების საშუალება არ მოგვცეს, რომ წვიმისგან თავი დაგვეცვა. მოვიდნენ ჩვეულებრივად როგორც აქამდე აკეთებდნენ ოღონდ აქამდე ზაზა არ დაუჭერიათ ყაჩაღურად გაიტაცეს ყველაფერი რაც კი შეეძლოთ გაეტაცებინათ. შემდეგ მოხდა ფიზიკური დაპირისპირება ჩატენეს კაცი მანქანაში ცემა-ტყეპით და წაიყვანეს" - აღნიშნავს აქციის მონაწილე დავით ნებიერიძე.

ჯერჯერობით უცნობია რა მუხლითაა დაკავებული შვილმოკლული მამა.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×