(რეზონანსი) გორში მომხდარი სასტიკი მკვლელობის შესახებ, ახალი ინფორმაცია ვრცელდება. "ნიუპოსტის" ცნობით, განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი დანაშაულის საქმეში ერთ-ერთ მტკიცებულებად წარსულში ნასამართლევი მამაკაცის კუთვნილი მობილური ტელეფონი დევს, სადაც მოკლული 9 წლის გოგონას სურათები აღმოჩნდა.
ერთ-ერთი ვერსიით, ფოტოები რამდნეიმე დღით ადრე არის გადაღებული, რის გამოც ადგილობრივები ეჭვობენ, რომ ბრალდებული ბავშვს უთვალთვალებდა.
როგორც "ნიუპოსტს" ადგილობრივებმა უთხრეს, მკვლელობა გოგონას საცხოვრებელი ქუჩის პარალელურ ქუჩაზე ერთ-ერთ სახლში მოხდა, მკვლელობაში ბრალდებული პირი კი სავარაუდოდ ამ სახლში მუშად მუშაობდა.
ადგილობრივების განცხადებით, ისინი ეჭვს გამოთქვამენ, რომ ბრალდებულმა გოგონა სახლის სარდაფში ჩაიყვანა და სავარაუდოდ, იძალადა. ბავშბს ძალადობის ნიშნები სხეულზეც აღენიშნება.
ახლობლების თქმით, ნანა ბერიაშვილი სასტიკად ნაწამებია. მოზარდს თავის არეში ბლაგვი საგნით მიყენებული ჭრილობებიც აღენიშნება.