(რეზონანსი) პარტია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ჟურნალისტებთან საუბრისას აცხადებს, რომ შესაძლოა მის ლიკვიდაციაზე საუბრობდნენ, მაგრამ ეს მარტივი არ არის და „არც იფიქრონ".
„არ მიკვირს, ჩემთან დამოკიდებულებით, რა სიტყვებს ხმარობს ჩემთან მიმართებით. მაგათ მაგის საჯდომი არ აქვთ, ასე იოლი არ არის ჩემი ლიკვიდაცია, ეს უბედურები მაგას საკუთარ თავს უკეთებენ, მაშინ ჰქონდათ მგლის ხროვასავით ერთად, რომ იყვნენ, მაშინ ჩაგრავდნენ, აუპატიურებდნენ, ახლა სად აქვთ მაგის თავი, არც იფიქროთ, გულში არ გაივლიოთ, სააკაშვილი მაღალია, მაგრამ პატარა კაცია", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.