რეზონანსი
26.10.2018

 (რეზონანსი) თბილისის №46 საბავშვო ბაღის 15-მდე აღსაზრდელი მძიმე მოწამვლის ნიშნებით - მაღალი ტემპერატურით, დიარეითა და პირღებინებით, ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

"რუსთავი 2"- ის შემთხვევა, შესაძლოა, უკავშირდებოდეს კომპანია "ნილს", რომელიც საბავშვო ბაღს პროდუქტებით ამარაგებს.

თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს მოთხოვნით პროდუქტები, რომლებიც საბავშვო ბაღში შეჰქონდათ, ლაბორატოიულ ექსპერტიზაზე გააგზავნეს. შედეგები ხუთი დღის შემდეგ იქნება ცნობილი.

„ჩვენ პერმანენტულად ვამოწმებთ სურსათის უვნებლობის სააგენტოსთან ერთად არა მარტო რძის პროდუქტებს, არამედ ყველა პროდუქტს, რაც შედის ჩვენს ბაღებში",- განაცხადა თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს დირექტორი კახა გვანცელაძე.

მიმწოდებელი კომპანიის წარმომადგენლები, თავის მხრივ, ამტკიცებენ, რომ მათი პროდუქცია ხარისხის აუცილებელ შემოწმებას გადის.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×