რეზონანსი
26.10.2018

 გორის მეხუთე საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ზურაბ ქარელი აცხადებს, რომ გუშინ 9-წლის გოგონა სკოლაში  გაკვეთილებს ჩვეულებრივ დაესწრო. სკოლიდან სახლში ჯერ სახლში დაბრუნდა, შემდეგ ცეკვაზე წავიდა. კვალი მას შემდეგ გაქრა, რაც ბავშვმა სახლი დატოვა.

,,სახლიდან გამოსულა დაახლოებით 15 წუთით ადრე, ვიდრე ცეკვა დაიწყებოდა. ცეკვაზე ოთხის ნახევარზე უნდა ყოფილიყო. სწორედ, ამის შემდეგ, დაიწყეს ბავშვის ძებნა. სკოლაში დილით ჩვეულებრივ დაესწრო სასწავლო პროცესს. დამრიგებელს არაფერი შეუმჩნევია", - აცხადებს შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრთან ზურაბ ქარელი.

სკოლის დირექტორი ცხედრის ამოცნობის პროცესს დაესწრო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×