რეზონანსი
26.10.2018

 (რეზონანსი) პარლამენტის შენობასთან ინციდენტი მოხდა. ხორავას ქუჩაზე მომზარდებს შორის მომხდარი დაპირისპირებისას მოკლული დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ პოლიციელს ჯოხი ჩაარტყა.

სავარაუდოდ, სწორედ აღნიშნულს უკავშირდება სამართალდამცავების მიერ სარალიძის დაკავება.

რა უძღოდა წინ მომხდარ დაპირისპირებას, ჯერჯერობით უცნობია.

შემთხვევის ამსახველი კადრები სოციალურ ქსელში ვრცელდება.

პარლამენტთან სამართალდამცავები არიან მობილიზებული.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×