რეზონანსი
26.10.2018

 გორში მოკლული 9 წლის ნანიკო ბერიაშვილის სკოლის დამრიგებელი გარდაცვლილ მოსწავლეს იხსენებს.

“შუაში ანგელოზივით ზის! ვაი შენს დედას რით ვანუგეშოთ? ჩემი უნიჭიერესი გოგო! ბრძენს ვეძახოდი ისეთი აზრები მოსდიოდა იმ ლამაზ თავში. კლასში ლიდერი იყო, ახლაც სკოლაში შეჯიბრი უნდა ყოფილიყო, ტვინების ბრძოლა და ნანიკო კაპიტანი იყო გუნდის! დიდი დანაკლისი განიცადა მე-5 სკოლამ! ყველამ ერთად გამოვიძიოთ და ვიპოვოთ ის არაკაციიი!" - წერს მასწავლებელი სოციალურ ქსელში.

რამდენიმე საათიანი ძებნის შემდეგ, გორში, ლიახვის პირზე 9 წლის ნანიკო ბერიაშვილის ცხედარი იპოვეს. ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ გოგონას მკვლელობის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი 34 წლის მამაკაცია დაკავებული.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×