რეზონანსი
26.10.2018

 რუსთავში ახალგაზრდა ქალმა, წარსულში ნასამართლევ მამაკაცს, რომელიც მასზე ძალადობას ცდილობდა თითი მოაჭამა. ადგილობრივების თქმით, მამაკაცი თავდაპირველად ერთ-ერთ ახალგაზრდა ქალს აედევნა. გოგონამ საფრთხე იგრძნო და იქვე მდებარე მარკეტში შევიდა.

ამის შემდეგ, მამაკაცმა მორიგი მსხვერპლი შეარჩია, აედევნა და ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის სადარბაზოში შეათრია. ახალგაზრდა ქალმა მოძალადისგან თავის დაღწევა მას შემდეგ შეძლო, რაც თავდამსხმელს თითი მოაჭამა. საბოლოოდ მამაკაცი პოლიციამ დააკავა.

"ნიუპსოტი" შინაგან სამეთა სამინისტროს დაუკავშირდა, სადაც აცხადებენ, რომ დაკავებულია პირი, რომელსაც ბრალად, ძალადობა და იძულება ედება. ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ძალადობის და იძულების ბრალდებით, 1992 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გ.მ. დააკავეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×