რეზონანსი
26.10.2018

 „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა გორში მოკლული გოგონას ოჯახს სამძიმარი გამოუცხადა. განცხადება მან ჟურნალისტებთან შეხვედრის დროს გააკეთა.

„ჩემი გამოსვლა მინდა დავიწყო სამძიმრით. გუშინ დიდი ტრაგედია დატრიალდა. ვერც ერთი ადამიანი ვერ დარჩებოდა გულგრილი. შეძრულია მთელი საქართველო.

სამძიმარი გამოვუცხადოთ მშობლებსა და ახლობლებს. როგორც პოლიციაში განაცხადეს, დააკავეს ეჭვმიტანილი მკვლელი“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილი.

შსს-მ ცხრა წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებული უკვე დააკავა. გორში, მდინარე ლიახვის ნაპირზე ცხრა წლის გოგონა მოკლული გუშინ იპოვეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×