რეზონანსი
26.10.2018

 9 წლის გოგონას მკვლელობისთვის დაკავებული ბრალდებული პირის ვინაობა ცნობილია. 33 წლის მამაკაცი ცხელ კვალზე დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 1984 წელს დაბადებული ი.ნ. წარსულში ნასამართლევია.

სავარაუდოდ, მკვლელობა გოგონას საცხოვრებელი ქუჩის პარალელურ ქუჩაზე ერთ-ერთ სახლში მოხდა, მკვლელობაში ბრალდებული პირი კი არის მუშა, რომელიც სახლში სარემონტო სამუშაოებს ატარებდა.

მიმდინარე გამოძიების დროს, როგორც ცნობილია, ცხედრის პოვნის შემდეგ, ძაღლებმა კვალი სწორედ ამ სახლისკენ აიღეს, სახლში კი სამართადამცველებმა სისხლის კვალი აღმოაჩინეს.

ოჯახის ახლობლებისთვის გაუგებარია, რატომ ჩაიდინა ამ პირმა მკვლელობა, მათ უჭირთ იმის გახსენება, თუ ვინ იყო ეს მუშა და რა კავშირი ჰქონდა მოკლულის ოჯახთან.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×