რეზონანსი
26.10.2018

 ოჯახის ახლობლები განზრახ მკვლელობის ვერსიაზე საუბრობენ, თუმცა გოგონას მკვლელობის მოტივი მათთვის უცნობია. ოჯახს მტერი არ ჰყავდა და გაუგებარია გოგონა ვინ და რატომ მოკლა. მათი თქმით, ბავშვი წამებითაა მოკლული. ცხედარი ფეხებშეკრული იპოვეს და მას თავზე ცელოფნის ტომარა ჰქონდა ჩამოცმული.

გარდა ამისა, მკვლელობის ადგილის დათვალიერებისას ადგილობრივებმა სისხლის კვალიც აღმოაჩინეს.

„სისხლია იქ გუშინ იძახდნენ არაფერი ეტყობა ბავშვსო. ახლა მეც ვნახე და თუ არ ეტყობა სისხლი საიდან არის“, - ამბობს ერთ-ერთ ნათესავი.

მეზობლები ამბობენ, რომ ბავშვს თავში ბლაგვი საგანიც აქვს ჩარტყმული.

„უგოლნიკი აქვს ჩარტყმული. პოლიცია ამბობს, რომ ნაცნობია ეტყობაო იმიტომ, რომ ეს ადგილები იცოდაო“, - ამბობს "კურიერთან" მეზობელი.

9 წლის გოგონას ცხედარი საცოხვრებელ სახლში დილით გადაასვენეს, მას მთელი ღამის განმავლობაში ექსპერტიზა უტარდებოდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×