რეზონანსი
26.10.2018

 გორში მოკლული 9 წლის ნანა ბერიაშვილის ცხედრის ექსპერტიზა დასრულებულია. გოგონა სახლში რამდენიმე წუთის წინ გადაასვენეს. ოჯახის წევრები პირად საუბარში აცხადებენ, რომ გავრცელებული ვერსია ავარიის შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება და ამის კვალი არ არსებობს. მათი თქმით, ბავშვი არის ჯერ ნაცემი, ხოლო შემდეგ გაგუდული.

"არაფერი ვიცი ჯერ, ეხლა მეტყვიან პირველი, რაც არის სათქმელი და მერე მოგახსენებთ. ვერსიები არის. იმედია ვიპოვით", - აცხადებს "კურიერთან" მოკლული ნანა ბერიაშვილის ბაბუა, ხვიჩა ბერიაშვილი.

მომხდარზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო. როგორც შს მინისტრის მოადგილემ, კახა საბამაძემ განაცხადა, გამოძიებას უკვე აქვს გარკვეული შედეგები.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×