რეზონანსი
26.10.2018

 გუშინ გორში მცხოვრები პატარა გოგონა ნანა ბერიაშვილი მოკლეს. იგი სახლიდან დღის პირველ ნახევარში, ცეკვაზე წავიდა და ამის შემდეგ მისი კვალი გაქრა. ნანა ბერიაშვილს ჰყავს დედა, მამა და 9 თვის ძმა. 

25 ოქტომბერს გორში ლიახვის პირას ნაპოვნი 8 წლის გოგოს ცხედარს სხვა დაზიანებებს შორის დაზიანებები თავის, ცხვირის და გულ-მკერდის არეში აღენიშნება, რაც ერთ-ერთი ვერსიით, დაჯახებით (შესაძლოა ავტომობილის) მიღებულს ჰგავს.

ამ ვერსიითვე, არ გამორიცხავენ, რომ იყო ბავშვის ცხედრის გადამალვის მცდელობა და სწორედ ამიტომაც ფიგურირებს საქმეში პარკი.

არსებობენ თვითმხილველები, რომლებიც ადასტურებენ, რომ ბავშვმა სახლიდან დაახლოებით 50 მეტრი გაიარა ფეხით და გავიდა მთავარ ქუჩაზე, რომელიც საკმაოდ ხალხმრავალია. გამოჩნდა მოწმეც, მოხუცი კაცი, რომელიც ადასტურებს, რომ დაინახა ბავშვი ქუჩის კუთხეში ლეკვს როგორ ეთამაშებოდა. სწორედ ამ ადგილის შემდეგ ქრება ბავშვის კვალი.

როგორც ირკვევა, მთავარ ქუჩაზე განლაგებულ კამერებს გოგონა დაფიქსირებული არ ჰყავს. შესაბამისად, შესაძლებელია მას ის დისტანციაც არ გაუვლია, რომ კამერებამდე მიეღწია.

საბოლოოდ, გოგოს ცხედარი აბსოლუტურად სხვა ადგილას იპოვეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×