რეზონანსი
25.10.2018

გორის რაიონულ სასამართლოსთან ვითარება იძაბება. ადგილზე სადაც 9 წლის ბავშვის ცხედარი იპოვეს, ბავშვის ოჯახის წევრები და ადგილობრივები არიან შეკრებილი.  ადამიანები, რომლებმაც ბავშვი იპოვეს ჰყვებიან, რომ გარდაცვლილს ფეხები რკინის მავთულით ჰქონდა შეკრული, თავზე კი ცელოფნის ტომარა ჰქონდა ჩამოფარებული. ისინი ამბობენ, რომ ბავშვი სწორედ ცელოფნის ტომრით გაგუდეს. 

ადგილობრივების განცხადებით, ძებნისას მათ გორის რაიონული სასამართლოს ეზო რამდენჯერმე შეამოწმეს, თუმცა ცხედარი იქ არ ყოფილა ისინი ეჭვობენ, რომ მოზარდი სხვაგან მოკლეს და შემდეგ ცხედარი სასამართლოს ეზოში დააგდეს. 

"რუსთავი 2-ის" ცნობით ადგილზე პოლიცია და სასწრაფო დახმარების ბრიგადები არიან მობილიზებული.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×