რეზონანსი
25.10.2018

 (რეზონანსი) აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელმა "ქართული ოცნების" მხარდაჭერილი პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის შემაჯამებელ წინაარჩევნო შეხვედრაზე იმღერა.

მომღერალი სოფო ხალვაში, რომელიც გადაცემა "დილის ტალღის" წამყვანია თბილისში სპორტის სასახლეში გამართულ შეხვედრაზე იმყოფებოდა.

ამ ფაქტზე აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელმა დისციპლინური საქმის წარმოება დაიწყო.

"მაუწყებლის ნებისმიერ თანამშრომელს პოლიტიკური პარტიის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში მონაწილეობა ეკრძალება. საკითხზე მაუწყებელი იმსჯელებს და საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს" - ამბობს ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის უფროსი გია ქარცივაძე.

შაბათ-კვირას "დილის ტალღა" ეთერში გავა, მაგრამ მაუწყებლის მენეჯმენტის გადაწყვეტილებით მას სოფო ხალვაში არ წაიყვანს, რადგან ამ ეტაპზე დისციპლინური საქმის წარმოება მიმდინარეობს.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×