რეზონანსი
25.10.2018

 (რეზონანსი) "პრაიმტაიმის" ინფორმაციით ამ ეტაპზე "ცეკვავენ ვარსკვლავებში" რეპეტიციები არ მიმდინარეობას. მზადება მორიგი ლაივკონცერტისთვის არ ხდება. როგორც აბობენ, პროექტის მესვეურები ორშაბათის არშემდგარ ლაივს არჩევნებს დააბრალებენ. შემდეგ ორშაბათს კი ან ახალ ქორეოგრაფებს აიყვანენ, რომ პროექტი არ ჩაუვარდეთ ან აუცილებლად მოუწევთ კომენტარების გაკეთება.

გუშინ „იმედის" ხელმძღვანელობას წერილი მიუძღვნა ირაკლი კაკაბაძემ.

„დღეს საკმაოდ ემოციური არასამუშაო დღე იყო ცეკვავენ ვარსკვლავების შოუს მონაწილეებისათვის. მე მქონდა საუბარი როგორც ქალბატონ ლანა ბერულავასთან, ასევე ჩემს მეგობარ ნოე სულაბერიძესთან, ასევე ლაშა ცერიაშვილთან, რომელიც პროექტს ხელმძღვანელობდა და პროექტის პრაქტიკულად ყველა მონაწილესთან (ნინო ჩხეიძის და გიორგი ორბელაძის გარდა ყველანი ვიყავით დიმიტრი დიკუსარის დაბადების დღეზე, სადაც ეს საკითხი განიხილებოდა).

"ჩვენ ამ საერთო შეკრებაზე გადავწყვიტეთ, რომ ლაშას, ეკას, და ჩვენი უკრაინელი კოლეგების გარეშე ჩვენ არ ვაპირებთ პროექტში მონაწილეობის გაგრძელებას", - ნათქვამია კაკაბაძის წერილში.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×