რეზონანსი
25.10.2018

 (რეზონანსი) თურქული მედიის ინფორმაციით, ტრაბზონის პოლიციამ ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდი მინდია გორაძე, იგივე „ლავასოღლი" დააკავა.

როგორც თურქული მედია წერს, ინტერპოლის მიერ ძებნილი „ლავასოღლის" აყვანა სპეციალური რეიდის დროს განხორციელდა.

როგორც თურქული მედია წერს ინტერპოლის მიერ ძებნილ „ლავასოღლის" ორგანიზებული დანაშაულებრივი სინდიკატის ლიდერობა ედება ბრალად.

მიმდინარე წლის ივლისში, სამართალდამცველებმა თბილისსა და აჭარის რეგიონში, „ქურდული სამყაროს" წევრობის და ქურდულ შეკრებაში მონაწილეობის ბრალდებით 10 პირი დააკავეს, „კანონიერ ქურდ" "ლავასოღლის" კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა მასზე ძებნა ინტერპოლით იყო გამოცხადებული.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×