რეზონანსი
25.10.2018

 (რეზონანსი) „ცეკვავენ ვარსკვლავები" ორშაბათს, სავარაუდოდ, ეთერში არ გავა. ქორეოგრაფებმა პროტესტის ნიშნად, „ცეკვავენ ვარსკვლავები" დატოვეს. პროექტი დატოვა მთავარმა პროდიუსერმაც.

ქორეოგრაფების წასვლის მიზეზი გოჩა ჩერტკოევთან დაპირისპირება იყო, რადგან მას არ მოსწონდა მათი დადგმული ცეკვები.

როდესაც ლალი მოროშკინამ პროტესტის ნიშნად დატოვა პროექტი, ერთ-ერთ მიზეზად სწორედ ჩერტკოევსა და ქორეოგრაფებს შორის არსებული დაპირისპირება დაასახელა.

"ცეკვავენ ვარსკვლავები" ქორეოგრაფმა ტყუპებმა დატოვეს. ერთ-ერთი მათგანი, გიორგი ჯიბლაძე გავრცელებულ ინფორმაციას არც ადასტურებს და არც უარყოფს.

პროექტის მთავარი პროდიუსერის ეკატერინე ნაცვლიშვილის წასვლის შემდეგ, შესაძლოა „ცეკვავენ ვარსკვლავები" ნოე სულაბერიძეს გადააბარონ და ამაზე მიდის მოლაპარაკება.

„არც რეპეტიციები მიდის, სრული გაურკვევლობაა, ნოესთან მიდის მოლაპარაკება, შეიძლება მას გადააბარონ პროექტი, ამიტომ ორშაბათს ვერანაირად ვერ გავა ცეკვავენ ვარსკვლავები ეთერში" - აცხადებს "დრონი.ჯი-ს" წყარო.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×