რეზონანსი
25.10.2018

 (რეზონანსი) ბათუმი-ქობულეთის ცენტრალურ საავტომობილო გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ცხრა ადამიანი დაშავდა. გვირაბთან ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და მიკროავტობუსი შეეჯახა.

დაშავებულები ბათუმისა და ქობულეთის საავადმყოფოებში არიან გადაყვანილები. ერთ-ერთი მდგომარეობა მძიმეა. მას დაზიანება თავის არეში აქვს მიღებული.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×