(რეზონანსი) ერთ-ერთი უკრაინული ვებგვერდი zdes.com.ua ფარულ აუდიოჩანაწერს ავრცელებს. როგორც ვებგვერდზეა აღნიშნული, ჩანაწერში საუბრობენ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და მისი ბიძა თემურ ალასანია.
მიხეილ სააკაშვილი - გვარამია ხომ არ გამოჩენილა, ხომ არ გილაპარაკია? დაწყნარდა ბოლომდე?
თემურ ალასანია - ძაან კარგად არის, უსმენს ამათ, მაგრამ არაფერს ამათ მიხედვით არ აკეთებს. ამიტომ ჩვენი ერთადერთი ნიშა არისო საზოგადოების რადიკალიზაცია.
მიხეილ სააკაშვილი - მოახდინოს რადიკალიზაცია.
თემურ ალასანია - აი, როგორ იცი, ნამდვილად, იმიტომ, რომ ფეხზე დავდგებით. აი, ნახავ თუ არა.
მიხეილ სააკაშვილი - კვესიტაძე არის ის, რაც უნდა იყოს აწი პროპაგანდა სულ. მარა რაღაცა სეგმენტი გვინდა პროპაგანდის თბილისის middle class-თვის, უნდა ვისწავლოთ თუნდაც ინტერნეტსეგმენტის გამოყენება.
თემურ ალასანია - ზუსტად ეგრეა.
მიხეილ სააკაშვილი - ჩვენ ორი ელემენტის გაძლიერება გვჭირდება: რევოლუციური ახალგაზრდობის და თბილისის middle class-ის, იმიტომ, რომ საბოლოო ჯამში, რევოლუციას ეგენი ახდენენ. მანდ გვაქვს სერიოზული ჩავარდნა, იმიტომ, რომ ამათ წარმოიდგინეს, რომ თბილისი ეს არის ბაზრობებზე სიარული და გლდანის მეტროში. ეგ ეგრე არ არის. ისიც არის, მარა გადამწყვეტი რევოლუციური მუხტი არის აი ეს self made ბიზნესები თბილისის ცენტრში. თან ამ სირებს რომ ჰგონიათ, რომ ამათთან რაღაც დიდს მიაღწევ.
თემურ ალასანია: არა. ეს არის ავანდმყოფი ერია რა. ეს არის. ამათ სანამ არ დაა...ვამ თავზე და სანამ დედას არ მოუ...ავ, ვერ იგებენ ვერაფერს
მიხეილ სააკაშვილი - ეგრე იყო ეგ ხალხი მთელი ცხოვრება. ეხლა რატომ იქნება
თემურ ალასანია: მაგათი დედა მოვ...ან მე ქართველების პროსტა. ქართველების დედა მოვ...ან პროსტა. ვინ არიან ესენი ტო? ეს ავანფყოფი ერი ვინ არის ტო? დავიღალე იცი პროსტა აი ცდისგან. ვზივარ, ვზივარ, ვზივარ. რაღაც ზარებს ველოდები რაღაცას. მივდივარ-მოვდივარ... სულ რაღაცა ხვალ-ზეგ, აი ეხლა მოხდება, აი ეხლა მოხდება...
მიხეილ სააკაშვილი - ამათ სულ აჭრილი აქვთ ყველაფერი, რამსები. ეს არჩევნები კიდვე უფრო დააბნევთ, იმიტომ, რომ დააყენეს უსუსტესი კანდიდატი და ცუდი კამპანიები.
თემურ ალასანია - დავიღალე რა, იმიტომ კი არა, რომ ცუდად არის რამე საქმე. არა. პროსტა აი, ცდამ დამღალა. სულ რაღაცას ვუცდი. ერთ მილიონს გადავუხდი, ვინც „სნაიპერსკი ვინტოვკით" მოკლავს ბიძინას.
მიხეილ სააკაშვილი - ეხლა ჟურნალისტებს მიხედე ჯობია და გვარამიას.