რეზონანსი
25.10.2018

 (რეზონანსი) ბიძინა ივანიშვილი საპრეზიდენტო არჩევნებში მეორე ტურს არ გამორიცხავს, თუმცა მისი თქმით, ყველა შესაძლო შემთხვევაში, არჩევნებს სალომე ზურაბიშვილი იგებს.

„დიდი ალბათობით, თუ მობილიზება იქნება „ქართული ოცნების" ამომრჩევლის, სალომე ზურაბიშვილი პირველსავე ტურში აიღებს საჭირო ხმებს, რაც მას გამარჯვებას მოუტანს. მაგრამ ყველაზე პესიმისტური გათვლებითაც კი, მეორე ტურს იგებს სალომე ზურაბიშვილი. თუკი შედგა მეორე ტური და ამის მცირე ალბათობა არსებობს, ასეთ შემთხვევაში, „ნაციონალური მოძრაობის" რომელიმე წევრი მიიღებს მონაწილეობას. ეჭვი არ არის, რომ მეორე ტურში გაიმარჯვებს ქალბატონი სალომე. დავაცხროთ ემოციები და ეს არჩევნები პირველსავე ტურში დავამთავროთ.

"ვთხოვ კიდევ ერთხელ მაქსიმალურ მობილიზებას „ქართული ოცნების" მხარდამჭერებს, გადადონ გვერდზე ის კითხვის ნიშანი, რომ სალომე ზურაბიშვილი არ არის „ქართული ოცნების" წევრი. მივმართავ ასევე, ჩვენს ყოფილ მხარდამჭერებს, გვერდზე გადავდოთ ყველაფერი, გავერთიანდეთ, სწრაფად დავამთავროთ არჩევნები და სწრაფად შევუდგეთ აღმშენებლობას," - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა სპორტის სასახლეში, სალომე ზურაბიშვილის შემაჯამებელი წინასაარჩევნო შეხვედრის შემდეგ.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×