რეზონანსი
25.10.2018

 (რეზონანსი) აშშ-ის საელჩოს მიერ ახლახან ჩატარებული ლაბორატორიული კვლევისშედეგად დადგინდა, რომ ადგილობრივი წარმოების სანელებლების ორსინჯში (ხმელი სუნელი და ყვითელი ყვავილი) ტყვიის შემცველობამნიშვნელოვნად აღემატება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისმიერ დაშვებულ მაჩვენებლებს. ორივე პროდუქტი წარმოებულია „GEO-Group"-ის მიერ და ნაყიდია „აგროჰაბში", -წერია აშშ-ის საელჩოს მიერ საქართველოში მცხოვრები ამერიკის მოქალაქეებისთვის 25 ოქტომბერს გაგზავნილმიმართვაში.

ტექსტში ასევე ვკითხულობთ, რომ საქართველოს სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ წელს ჩატარებულიკვლევის მიხედვით, რკინის მაღალი შემცველობა აღმოჩნდა დაფქულ წითელ წიწაკაში, რომელიც ასევეწარმოებულია „GEO-Group"-ის მიერ და ნაყიდია ახალციხეში მოქმედ სავაჭრო ობიექტში. „გარდა ამისა, ნიუ-იორკის ჯანდაცვის დეპარტამენტმაც დაადგინა, რომ ტყვიის მაღალი შემცველობაა საქართველოშიწარმოებულ გარკვეულ სანელებლებში", - ვკითხულობთ ამერიკის საელჩოს მიმართვაში.

საელჩო აფრთხილებს ამერიკის მოქალაქეებს, რომ საქართველოში წარმოებული სანელებლებზე არვრცელდება სურსათის უვნებლობის შეერთებულ შტატებში მოქმედი სტანდარტები და აშშ-ის სამთავრობოპერსონალს ურჩევს, სანელებლები შეიძინონ ამერიკაში ანდა საერთაშორისო დონეზე აღიარებულიმწარმოებლებისგან.

მიმართვაში ჩამოთვლილია აშშ-ის საელჩოს რეკომენდაციები:

- სიფრთხილე გამოიჩინეთ, ადგილობრივი წარმოების სანელებლების ყიდვისას;

- სანელებლები შეიძინეთ მხოლოდ ამერიკაში ანდა საერთაშორისო დონეზე აღიარებული მწარმოებლებისგან;

- კონსულტაცია გაიარეთ ექიმთან, ხომ არ სჭირდებათ თქვენს შვილებს სისხლის შემოწმება ტყვიისშემცველობაზე;

გაეცანით აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების ვებსაიტზე გამოქვეყნებულინფორმაციას საქართველოში მოგზაურთა ჯანმრთელობის შესახებ.

რადიო თავისუფლება

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×