რეზონანსი
25.10.2018

 (რეზონანსი) ქუთაისში პარტია „თავისუფალი საქართველოს" პრეზიდენტობის კანდიდატმა, კახა კუკავამ ბიძინა ივანიშვილის სახელობის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი სიმბოლურად გახსნა.

ქუთაისში მუხნარის ტყეში კუკავა მხარდამჭერებთან და პარტიის საარჩევნო შტაბის უფროსთან ერთად მივიდა.

„ჩვენ შარშანაც ვიყავით აქ და გვითხრეს, რომ უნივერსიტეტს წელს უნდა მიეღო 40 ათასი სტუდენტი, მაგრამ დღეს აქ არის 40 ათასი ბაყაყი. ეს არის რეალურად ბიძინა ივანიშვილის სახე და ეს ასევე აშენდება საქართველო ბიძინა ივანიშვილის პრეზიდენტობის კანდიდატის გამარჯვების შემთხვევაში", - განაცხადა კახა კუკავამ.

გოგი წულაიას თქმით, წლებია, აქ უნივერსიტეტის მშენებლობა იგეგმება, "იხარჯება თანხა ბიუჯეტიდან, თუმცა მშენებლობა ჯერაც არ დაწყებულა და იქ მხოლოდ ჭაობია."

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×