რეზონანსი
25.10.2018

 (რეზონანსი) ზუგდიდი-თბილისის მატარებელი სოფელ ცაცხვში 55 წლის მამაკაცს დაეჯახა. დაზარალებული 112-ის ბრიგადამ სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა.

პაციენტს აღენიშნება ქალა-ტვინის ღია ტრავმა, თავის ტვინის დაჟეჟილობა, ტრავმული სუბარაქნოიდული და სუბდურული ჰემატომა, გულ-მკერდის დახურული ტრავმა, ნეკნების მრავლობითი მოტეხილობა.

როგორც „ნიუპოსტს" შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლით დაიწყო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×