(რეზონანსი) ქართული ოცნება" სოციოლოგიური კვლევის ახალ შედეგებს აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც, მათ მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის კანდიდატს 54 %-იანი მხარდაჭერა აქვს და არჩევნებს პირველივე ტურში იგებს.
კვლევის შედეგები ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარემამუკა მდინარაძემ გაასაჯაროვა. კვლევა კვლავ „ფსიქოპროექტმა" „ქართული ოცნების" დაკვეთით ჩაატარა- „ფსიქოპროექტთან" თანამშრომლობა ჩვენ ყოველთვის გვაძლევდა არჩევნების შედეგების სწორად და ზუსტად პროგნოზირების საშუალებას"- აღნიშნა მდინარაძემ.
"მორიგი კვლევა ჩატარდა გასულ კვირაში - ამა წლის 15 ოქტომბრიდან 21 ოქტომბრის ჩათვლით. გამოკითხვა ჩატარდა მთელი ქვეყნის მასშტაბით და იგი მოიცავდა დედაქალაქსა და საქართველოს ყველა რეგიონს, ბუნებრივია გარდა ოკუპრებული ტერიტორიებისა გამოიკითხა 2200 რესპოდენტი. კვლევა უზრუნველყოფდა შედეგების 95%-იან საიმედოობას, ხოლო ცდომილების ფარგლები იყო 3%.
სოციოლოგიური კვლევის თანახმად, ე.წ. ალოკაციის გარეშე, გამოკითხულთა საერთო რაოდენობიდან (აქ შედიან ის ადამიანებიც, რომლებიც არ გეგმავენ არჩევნებში მონაწილეობას) საპრეზიდენტო კანდიდატების მიმართ დაფიქსირდა შემდეგი მხარდაჭერა:
სალომე ზურაბიშვილი- 30%
გრიგოლ ვაშაძე - 11%
დავით ბაქრაძე - 10%
სხვა კანდიდატები: -7%
არჩევნებში არ მიიღებს მონაწილეობას ან არ გადაუწყვეტია, ვის მიცემს ხმას - გამოკითხულთა 42%.
ე.წ. ალოკაციის გზით, რომელიც გვიჩვენებს არჩევნების მოსალოდნელ შედეგს, დაფიქსირდა კანდიდატების მხარდაჭერის შემდეგი მონაცემები:
სალომე ზურაბიშვილი - 54%
გრიგოლ ვაშაძე - 18%
დავით ბაქრაძე - 16%
სხვა კანდიდატები -12%
სალომე ზურაბიშვილი აგროვებს იმაზე მეტ ხმას, ვიდრე ყველა ოპოზიციური კანდიდატი ერთად აღებული, რაც ნიშნავს, რომ ამომრჩევლის აქტიურობის შემთხვევაში, ის იმარჯვებს პირველივე ტურში. მეორე ადგილზე გასვლის კვლავაც თანაბარი შანსი აქვთგრიგოლ ვაშაძეს და დავით ბაქრაძეს." განაცხადა მდინარაძემ და ამომრჩევლებს არჩევნებზე აქტიურობისკენ მოუწოდა.