რეზონანსი
25.10.2018

 (რეზონანსი) "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის ინიციატივას ეხმაურება, რომელმაც ხვალ 11 საათისთვის, 5 ტელეკომპანიის ჟურნალისტები განმეორებით ინტერვიუზე მიიწვია.

როგორც გვარამიამ "კვირის აქცენტებში" განაცხადა, "რუსთავი 2" აღარ აპირებს მონაწილეობა მიიღოს ივანიშვილის მიერ დაგეგმილ უცნაურ ინტერვიუებში. "ჩვენ ალბათ არ გავუშვებთ ჟურნალისტს, რადგან რუსთავი 2-სა და ივანიშვილს შორის ურთიერთობების საკითხი 2 დღის წინ ინტერვიუში გაირკვა" - განაცხადა გვარამიამ.

შეგახსენებთ, 2 დღის წინ 3 ტელეკომპანიის ჟურნალისტებთან შეხვედრის შემდეგ, ივანიშვილმა მორიგი ინტერვიუ ჩანიშნა და ამჯერად, 5 ტელეკომპანიის ჟურნალისტები მიიწვია.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×