რეზონანსი
25.10.2018

 სლოტ კლუბ "ვეგასის" თანამშრომლები ამბობენ, რომ 33 წლის მამაკაცს კლუბის ერთ-ერთმა თანამშრომელმა ხელი ნამდვილად დაარტყა. ისინი ირწმუნებიან, რომ ვახტანგ აკუბეგაშვილმა დაცვის წევრებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. სლოტ კლუბის წარმომადგენლების განმარტებით, ეს სათვალთვალო კამერების კადრებითაც დასტურდება.

რაც შეეხება ალიბეგაშვილის განცხადებას, რომ მან 15 000 ლარი მოიგო - ამას სლოტ კლუბის ადმინისტრაცია არ ადასტურებს. მათი თქმით, მამაკაცს თანხა არ მოუგია.

„დაცვამ სთხოვა, რომ არ შეიძლებოდა შემოსვლა, ის გახდა აგრესიული, რომელიც იძახდა, რომ მე როცა მინდა მაშინ უნდა შემოვიდე, თქვენ აქ დაგმარხავთ... ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა დაცვის თანამშრომელმაც დაარტყა“ - ამბობს "ვეგასის" უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ირაკლი პაპაშვილი.

ვახტანგ ალიბეგაშვილი კი ამტკიცებს, რომ 15 ათასი ლარი მოიგო და თანხის განაღდების სანაცვლოდ, დაცვის სამსახურის 10-მდე თანამშრომელმა სასტიკად სცემა.

"ნიუპოსტი" შინაგან სამეთა სამინისტროს დაუკავშირდა, სადაც აღნიშნეს, რომ 17 ოქტომბერს გლდანი-ნაძალადევის პოლიციის სამმართველოში დაიწყო გამოძიება თბილისში, გლდანში მდებარე ერთ-ერთი სლოტკლუბში მოქალაქის ცემის ფაქტზე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×